ექიმი ძილი ექიმი ძილი

ექიმი ძილი

DOCTOR SLEEP

წელი 2019
რეჟისორი მაიკ ფლანგანი
ქვეყანა აშშ, დიდი ბრიტანეთი

მოკლე აღწერა

სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ლეგენდარული “ნათების” სიქველი, რომელშიც მოვლენები 40 წლის შემდეგ ვითარდება და დენი ტორენსის შესახებ მოგვითხეობს, მწერლის ვაჟი, რომელსაც სტენლი კუბრიკის ფილმში “ნათება” ჯეკ ნიკოლსონი თამაშობდა. ოთხი ათწლეულის მანძილზე ის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგებს ებრძვის, რომელსაც იზოლირებულ სასტუმრო “ოვერლუკში” მას და მის მშობლებს თავს გადამხდარი მოვლენები გამოიწვევს. დენი მისი მისტიკური შესაძლებლობების – “ნათების” – ჩახშობას ალკოჰოლის დახმარებით ცდილობს, რითაც იგი მამის კვალს მიჰყვება. მაგრამ ერთ დღეს ის სმის მიტოვებას გადაწყვეტს და ჰოსპისში დაიწყებს მუშაობას, სადაც უიმედო ავადმყოფ პაციენტებს ეხმარება და თავისი ნიჭის დახმარებით, მათ სიკვდილისთვის ამზადებს. ასე იღებს დენი მეტსახელს “ექიმი ძილი”. საავადმყოფოში მთავარი გმირი გოგონას აბრა სტოუნს შეხვდება, რომელიც ასევე ზებუნებრივ შესაძლებლობებს ფლობს. გოგონა დენის იდუმალი ჯგუფის შესახებ უამბობს, რომლის წევრები ენერგეტიკული ვამპირები არიან – ფსიქიკური არსი, რომლებიც “ნათების” ნიჭით დაჯილდოებული ადამიანების სიკვდილის დროს ჩნდებიან. აბრა შემთხვევით თვითმხილველი ხდება იმასა, თუ როგორ კლავენ იდუმალი ჯგუფს წევრები ბიჭს, ხოლო შემდეგ თავად გახდება მათი სამიზნე. გოგონა დენის მიმართავს დასახმარებლად, და ერთად ისინი იდულამ ჯგუფს უპირისპირდებიან.






კომენტარები

დაწერე კომენტარი
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent