უხილავი თამაში უხილავი თამაში

უხილავი თამაში

Invisible Game

წელი 2024
რეჟისორი სოსო ბლიაძე, გიორგი ქადაგიძე
ქვეყანა საქართველო

მოკლე აღწერა

თბილისში განთქმული ლიტერატურული გამომცემლობა გადაწყვეტს ორ ახალგაზრდა, დებიუტანტ მწერალს ხელი შეუწყოს და მათი წიგნები გამოსცეს. დედლაინის დღეს, ცნობილი მწერალი და რეპერი ნიკოლოზ მეში გამომცემლობას ახალი წიგნის პირველ, დაუსრულებელ ნაწილს უგზავნის. გამომცემლობის დირექტორი, ნანა ჯაში წიგნის პირველ ნაწილს იმ დღესვე კითხულობს. ღამით კი ტელევიზიით იგებს, რომ გაუჩინარდა მათი მეორე ავტორი, სოფია გილგა, რომელსაც ერთი თვით ადრე რეტროგრადული ამნეზია დაემართა. ნანა გაოგნებული ატყობინებს მთავარ რედაქტორს, ალექს მებუკეს, რომ გილგას ამბავი მეშის წიგნის მთავარი პერსონაჟის ამბის იდენტურია... როგორ მოხდა, რომ ერთი მწერლის გამონაგონი მეორე მწერლის ცხოვრებაში რეალურად მოხდა? ნანა და ალექსი ამ უჩვეულო შემთხვევის ამოხსნას ცდილობენ და იწყებენ გამოძიებას, რომელიც სულ უფრო მისტიური ხდება და მასში პირდაპირ თუ ირიბად, სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება.






კომენტარები

დაწერე კომენტარი