დრაკონის სახლი
HOUSE OF THE DRAGON
მოკლე აღწერა
"სამეფო კარის თამაშების" წინა ისტორია ეხება ტარგარიენების დინასტიის აღზევების ეპოქას. მათ განკარგულებაში 15 დრაკონია. თუმცა იმპერიების უმრავლესობა - რეალური თუ გამოგონილი - მუდამ ეცემა. ტარგარიენების შემთხვევაში მათი ნელი განადგურება "სამეფო კარის თამაშებში" განვითარებულ მოვლენებამდე 193 წლით ადრე იწყება, როცა მეფე ვისერის ტარგარიენი საუკუნეების ტრადიციას დაარღვევს და ქალიშვილს რენაირას რკინის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადებს. თუმცა მას შემდეგ, რაც ვისერისს ვაჟი შეეძინება, საბჭო გაოგნებული რჩება, რადგან რენაირა ტახტის მემკვიდრის სტატუსს მაინც ინარჩუნებს. ასე იწყება მთელ სამეფოში განხეთილების მარცვლების გავრცელება...